11:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 16:52:28, 977 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამტრედიაში, ქუთაისში, ხონში, ზუგდიდში, მარნეულსა და გარდაბანში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 1534 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics