01:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 14:01:21, 382 ნახვა

საზოგადოება
აუდიო-მუსიკალური საღამო „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართება

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დღეს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის 10-ში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.

„ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტს მიუყვება, რომელიც, ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება. მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და ფილმის მუსიკაზეა აწყობილი. მუსიკას შეასრულებენ გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, Zagareli & Strings და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები. საღამოს საუნდ დიზაინერია ნიკა მაჩაიძე.

საღამოს გახსნის მოწვეული მოდერატორია ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ისაუბრებს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე. სტუმრები ასევე მოისმენენ უცნობ და საინტერესო ბიოგრაფიულ ფაქტებს ვაჟა-ფშაველაზე და ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics