|
2021-07-19 10:36:16, 992 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც ბათუმში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი იქნება, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საუბარი შეეხება ასევე უმცირესობასა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს. „შარლ მიშელთან შეხვედრაზე გვექნება მნიშვნელოვანი გზავნილები, პირველ რიგში, ეს ეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას და მეორე, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი. დემოკრატიული უკუსვლა, ძალიან აშკარაა უკვე, რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა უმცირესობებზე, მათ შორის, შს სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის უპასუხისმგებლობა, ეს იქნება ჩვენი გზავნილები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)