01:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 18:49:10, 647 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებით აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებით აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილია სცენა, აქციაზე უკვე იკრიბებიან მედიასაშუალებების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციებს პერმანენტული სახე ექნება, ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, „რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაემალა“.

„პრემიერ-მინისტრმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას ეშინია კრიტიკული შეკითხვების და ჩვენი არხების გარეშე ატარებენ ღონისძიებებს.

ხელისუფლება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მინდა ვუსურვო მათ, რომ დროულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები.

ის საერთაშორისო რეაქციები, რაც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, ამის საპასუხოდ, ლამის აშშ-ს ელჩს და სახელმწიფო მდივანს აბრალებენ, რომ „ნაციონალია“.

გვიპასუხებენ თუ არა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, ლექსოს სურათი მათ ყოველთვის ექნებათ წინ.

ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებელი პირების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გუშინ შოუ მოგვიწყვეს, მოძალადეთა ლიდერების სახლებში ჩხრეკები და დაკითხვაზე გადაიყვანეს, რა არის გამოსაძიებელი? ვის ატყუებენ, ეს მოძალადე ჯგუფები რეალურად არის „ქართული ოცნების“ იატაკქვეშა დაჯგუფება“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics