02:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 12:11:58, 629 ნახვა

საზოგადოება
ამერიკა საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადასცემს

ამერიკის მთავრობა საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადასცემს და ვაქცინას უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა.

„ბოლო დღეებში ხედავთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება. მინდა, ვუთხრა ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა ვაქცინა არის ადგილზე, „ფაიზერის“ ერთი მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. ამასთან, „ფაიზერის“ ნახევარ მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics