|
2021-07-16 14:15:56, 773 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია ის ვალდებულებები, რაც თავადვე აიღო
ივანიშვილმა დემოსტრაციულად დაარღვია ის შეთანხმება და ვალდებულებები, რაც თავად აიღო და რომელიც სრულფასოვანი თავიდანვე არ იყო, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები პატივს სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და არა რომელიმე მთავრობას, რომელიც მოქმედებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ. „ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია ის შეთანხმება, რა ვალდებულებებიც თავად აიღო, რომელიც ჩვენი აზრით სრულფასოვანი თავიდანვე არ იყო, არც ვიყავით მომხრე, რომ ეს ჩათვლილიყო სასამართლო რეფორმად, რომ ახალ მოსამართლეებს არ დანიშნავდნენ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ კურსზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, დასავლური არჩევნის წინააღმდეგ კურსზე დგას და ჩათვალა, რომ პოლიტიკური სპექტრის მნიშნელოვან ნაწილს იმდენად უნდა რამე შეთანხმება, რომ ძლიერ პოზიციაში არის, ეს ნაბიჯი, ასეთი უტიფარი ნაბიჯი გააკეთეს. ამიტომ, ამაზე ჩვენი პარტნიორების რეაქცია სრულიად ბუნებრივია და მე ვიტყვი დაგვინებული, მაგრამ აბსოლიტურად ლეგიტიმური და ბუნებრივი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ჩვენი ხალხის არჩევანს და არა რომელიმე მთავრობას, მითუმეტეს მთავრობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მინიმალურ პატივს არ სცემს საკუთარ საჯაროდ აღებულ ვალდებულებებს. ეხლა, ჩვენი ვალდებულება არის ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე შემგომ ნაბიჯებზე იყოს ჩვენ პარტნიორებთან საუბარი, სახელმწიფო მდივან ბლინკენთან და ა.შ, იმის ნაცვლად, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაზე იყოს საუბარი, რომელიც ეკონომიკურად ამ უმძიმეს ვითარებაში ამოგვქაჩავდა და ხალხს სამუშაო ადგილის მეტ შანსს მისცემდა და შემოსავლის ზრდის შანსს, ამ დროს ამ თემებზე რომ გვაქვს ლაპარაკი, აქედან ერთადერთი დასკვნაა, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს სხვა მთავრობა და არა მთავრობა, რომელიც ჩვენ მომავალს უპირისპირდება და იმ ფასეულობებს, რომელთაც ქართულმა საზოგადოებამ შესწირა თაობები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო, რადგან მოსამართლეთა დანიშვნა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)