|
2021-07-16 12:13:15, 559 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები თანამედროვე სარწყავ სისტემებს ეცნობიან
აგრომწარმოებლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები, FAO-ს მიერ, ევროკავშირის მხარადჭერით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ, თემაზე - თანამედროვე სარწყავი სისტემები. ღონისძიება ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგი სოფლის მეურნეობაში ეკომეგობრული საირიგაციო სისტემების დანერგვას ეხებოდა და მას საერთაშორისო კონსულტანტი, მარკო თეოდორაკოპულოსი უძღვებოდა. ყურადღება გამახვილდა წვეთოვან სარწყავ სისტემებზე, ეკოგონივრულ, ხარჯის დამზოგავ მეთოდზე, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს, ნაკლები წყლით მაქსიმალური შედეგი მიიღონ. „წვეთოვანი მორწყვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანში უკვე მიღებული პრაქტიკაა. ქართველ ფერმერებსაც შეუძლიათ უკეთესი შედეგების მიღება, ამ მეთოდის აქტიური გამოყენებით. წვეთოვან მორწყვას შეუძლია მნიშვნელოვნად დაზოგოს რესურსები - წყალი, უპირველეს ყოვლისა, მისი უმცირესი გამოყენებით შესაძლებელია მიწის ტენიანობის შენარჩუნება და გარემოზე ზიანის შემცირება“, - განაცხადა თეოდოტაკოპულოსმა. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, FAO რეგულარულად ატარებს ტრენინგებს ფერმერებისთვის, მწარმოებლებისა და ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების სპეციალისტებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო მეტად გაავრცელონ ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების, მათ შორის წვეთოვანი სარწყალი სისტემის შესახებ. „ცოდნის ნაკლებობა სოფლის მეურნეობის სექტორში, განსაკუთრებით კი, ინფორმაციის ნაკლებობა თანამედროვე სარწყავი სისტემების შესახებ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოს აგროსექტორში. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, FAO და ევროკავშირი ამ გამოწვევასთან გამკლავებას ცდილობენ“, - განაცხადა FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა. „ჩვენს რეგიონში უკვე ბევრი ფერმერი იყენებს წვეთოვან სარწყავ სისტემებს, როგორც სათბურში, ისე ღია გრუნტზე და საკმაოდ კმაყოფილები არიან შედეგებით. ვფიქრობ, FAO-ს ტრენინგები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს აგროსექტორის მოდერნიზებაში“, - განაცხადა ლია ჭამპურიძემ, წყალტუბოს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტმა ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234,5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)