03:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 23:25:05, 531 ნახვა

საზოგადოება
წყალტუბოს იუსტიციის სახლი სექტემბერში გაიხსნება

იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა სულ მალე წყალტუბოს მოსახლეობასაც შეეძლება.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, იუსტიციის სახლის წყალტუბოს მშენებარე ფილიალი დღეს მომავალ თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. 

წყალტუბოს იუსტიციის სახლი სექტემბერში გაიხსნება.

მშენებარე ფილიალში უკვე დასრულებულია შენობის კონსტრუქციული, საინჟინრო და გარე მოპირკეთების სამუშაოები. ამჟამად ფილიალის შიდა სამღებრო და იატაკების მოწყობის სამუშაოები სრულდება, რომლის მიმდინარეობასაც რატი ბრეგაძე პირადად გაეცნო. მინისტრს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული სამუშაოების შესახებაც.

წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდება. ასევე, ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძობენ საქმიანობას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანიზაციები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობენ. თანამშრომელთა ნაწილს იუსტიციის მინისტრი დღეს პირადად შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.   

წყალტუბოს ისუტიციის სახლის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება 2 505 000 ლარია და ის იმერეთის რეგიონში მეორე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 27-ე ფილიალი იქნება, რომელიც მოძველებულ, საბჭოთა პერიოდის, ინფრასტრუქტურას ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლებს.

წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება, რომელმაც ძველი ავტოსადგურის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი თანამედროვე და მოდერნისტული გადაწყვეტით წარადგინა.

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.  2 წლის განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ 6 იუსტიციის სახლი და 10 საზოგადოებრივი ცენტრი შეემატება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics