00:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 14:54:07, 1200 ნახვა

პოლიტიკა
უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული და ხელისუფლების წარმომადგენლებს რიგგარეშე სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ.

„ჩვენი ტრიბუნის ბლოკირების ერთადერთი მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან კონკრეტული მოთხოვნაა, რომელიც არამხოლოდ ჩემი და ოპოზიციის, არამედ მთელი საზოგადოების, ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის და ყველა ნორმალური საქართველოს მოქალაქის მოთხოვნაა. დარბაზი ჯერ დაგატოვებინეს თქვენ, მედიის წარმომადგენლებს და ბოლო გამოიყვანეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, შემდეგ ძალადობრივი გზით გამოგვათრიეს ჩვენც. ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics