2021-07-12 12:25:16, 651 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე მედიაკორპუსის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.
როგორც „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სამართალდამცველებს მიეცათ 5 წუთიანი დრო, რომ შეუშვან ჟურნალისტები ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება.
„ჩვენი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობას არ გვაძლევენ. პოლიცია ამბობს, რომ უნდა გასცეს ბრძანება უსაფრთხოების სამსახურმა, რაც არ არის კანონისმიერი, მაგრამ 5 წუთი მივცეთ, რომ შეათანხმონ ჩვენი შესვლის საკითხი, თუ არ მოგვცემენ უფლებას, ვაგრძელებთ პროტესტს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან