10:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 20:01:25, 614 ნახვა

საზოგადოება
ინგა გრიგოლია - ლექსოს დავუკრათ ტაში, რომ გაიგოს დაყრუებულმა ღარიბაშვილმა, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს

ხმამაღალი ტაში დავუკრათ ლექსოს, დაყრუებულმა ღარიბაშვილმა იქნებ გაიგოს მწვანე შუქი რომ აუნთო მოძალადეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტთან სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქართული მედიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მოაწყო.

„მეგობრებო ჟურნალისტები არასდროს ითხოვენ აპლოდისმენტებს, არც არავინ უკრავს ტაშს, მაგრამ ლექსოს დავუკრათ ყველამ ერთად ტაში, ლექსო შეეწირა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, ხმამაღალი ტაში დავუკრათ. დაყრუებულმა ღარიბაშვილმა იქნებ გაიგოს, მწვანე შუქი რომ აუნთო აქ მოძალადეებს.

იმ დღეს ხელისუფლებამ მოაწყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ, არავის გვჯერა არავინ ვართ ბრიყვები რომ ეს შავრაზმული ჯგუფების დაგეგმილი იყო, ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ. თქვე არაკაცებო თქვენ, მეგონა ისე მოვკვდებოდი, რომ ჩემ სათქმელს მხოლოდ მიკროფონიდან ვეტყოდი მაყურებელს, მეც არ მჯერა ამდენი ხალხის წინაშე პოლიტიკური მოთხოვნით რომ გამოვდივარ: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე ვინც ეს დაგეგმა, გადადექით სირცხვილია, ახალგაზრდები ხართ, შვილები ხომ გეზრდებათ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაიცვალა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics