|
2021-07-08 23:22:35, 1109 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი 5-6 ივლისზე - პოლიცია ეფექტიანად მოქმედებდა
„პოლიცია ეფექტიანად მოქმედებდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შავლა პაპუაშვილმა 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის ადეკვატური რაოდენობა იყო მობილიზებული. „პოლიცია ამ დღეებში მთლიანობაში ეფექტიანად მოქმედებდა. თუკი საერთო ჯამში შევაფასებთ დაწყებული 1-ლი ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით - იყო სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელიც პოლიციამ ეფექტიანად მართა. 5 ივლისს დილით იყო სპონტანური ძალადობის ფაქტი და ბევრისთვის და ჟურნალისტებისთვისაც მოულოდნელი იყო, რომ ასეთი აგრესია იყო ჟურნალისტების მიმართ. იცით, რომ პოლიცია იყო ადეკვატური რაოდენობით, რადგან იქ მოსალოდნელი არ იყო ძალადობა, ვინაიდან მეორე აქცია არ იმართებოდა, მოსალოდნელი არ იყო აქციებს შორის დაპირისპირება. უმრავლესობა მსჯელობს, რომ მოიწვიოს პარლამენტში შს მინისტრი და მოვისმინოთ განმარტებები. 1-ში, 3-ში და 6-ში, სადაც იყო ორი აქცია, ეფექტიანად მართა შსს-მ. 5 ივლისს იყო აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)