07:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 14:30:39, 780 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე - იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიფა მღვდელმთავარი

მღვდელმთავარი იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი, - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრორუსმა იოანე გამრეკელმა, 5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე არა მარტო იძალადა, არამედ ცილისწამებაც იკადრა.

,,ქუთაისის და გელათის მიტროპოლიტად დანიშნულმა პრორუსმა იოანე გამრეკელმა, რომელიც ხმას არ იღებს გელათის დაზიანების გამო, არა მარტო იძალადა 5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე, როცა საკუთარი თანმხლები პირების ძალადობა არ შეაჩერა, არამედ ცილისწამებაც იკადრა. ამასთან ერთად, ისაა ერეტიკოსი (მწვალებელი), რადგან ქრისტეს მიერ დასრულებული მოსეს რჯულის, ანუ ძველი აღთქმის კანონების გაცოცხლებას ცდილობს ეკლესიაში და ძალადობის რელიგიურ საფუძველზე გამართლება-დაკანონებას. მღვდელმთავარი იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი, რომელიც უარყოფს ახალ აღთქმის სულს და ძველი აღთქმის კანონების და მენტალიტეტის დაბრუნებას ცდილობს, რელიგიური ფანატიზმის და ძალადობის ასაღორძინებლად. ანაქსიოს კაიაფა გამრეკელს!!!", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics