07:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 13:14:34, 528 ნახვა

საზოგადოება
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა.

მისივე განმარტებით, საქმე ეხება პროცედურულ დარღვევებს, რის გამოც მათ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა დროებით შეუჩერეს.

„პროცედურული დარღვევები იყო სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენასთან დაკავშირებით. პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან გათავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს ეს იყო რეაგირება განხორციელებული ახალციხის კლინიკის მიმართ დროებით, ვიდრე არ დადგინდება საბოლოო მიზეზები. საბოლოო მიზეზების დადგენის შემდეგ საბჭო კიდევ იმსჯელებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19 მარტს გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics