|
2021-07-05 18:25:19, 1320 ნახვა
კომენტარი
DI - პრემიერის დღევანდელი განცხადება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია“, - ამის შესახებ განცხადება „დემოკრატიის ინდექსი-საქართველომ“ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა საქართველოს მთავრობას უნდობლობა უნდა გამოუცხადოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით. „დემოკრატიის ინდექსი- საქართველო მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია. პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებით გაწყდა ლეგიტიმური კავშირი პარლამენტის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას, რომლის საფუძველზეც მათ მიენიჭათ ნდობა, და მათ ქმედებებს შორის. დაირღვა კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის წარუვალი ფასეულობები. გამომდინარე აქედან, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დააყენოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და გამოუცხადოს უნდობლობა კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)