|
2021-07-05 18:09:38, 1381 ნახვა
კომენტარი
იან კელი - მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს შეკრების უფლება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი თბილისში განვითარებულ დღევანდელ მოვლენებს „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება. „დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“, - წერს იან კელი. ამასთან, იან კელი საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებას მკაცრს უწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)