09:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 15:59:44, 596 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მრევლს, რომ დღეს, ქაშუეთის ტაძარში დაგეგმილ პარაკლისზე მივიდეს

საქართველოს საპატრიარქო მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდებს,  რომ დღეს, 17:00 საათზე, ქაშუეთის ტაძარში დაგეგმილ პარაკლისზე მივიდეს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტაძარში შეკრებილებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი აგრესიული და ძალადობრივი ქმედებისაგან.

„როგორც მოგეხსენებათ, „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics