16:48 - 07 Jun, 2026
|
2021-07-05 14:33:00, 988 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა
ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და რასაკვირველია, ვგმობთ ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს არის პირადად მისი და მთავრობის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ არსებული რისკები, რის შესახებაც ჩვენ უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, თავიდან იყოს არიდებული, არ მოხდეს დაპირისპირება, არ მოხდეს ძალადობა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)