10:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 11:25:42, 1029 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი მმართველის სასწავლო კურსი დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ონლაინ სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი მმართველი” 12-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა. აღნიშნული კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად, კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირის - გარემოსდაცვითი მმართველის ყოლის ვალდებულება ეკისრებათ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დაინტერესებული პირების მომზადება 2015 წლიდან დაიწყო. სასწავლო კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი.

ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის ფარგლებში,  გადამზადებული და სერტიფიცირებულია 467 პირი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics