10:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 17:59:09, 897 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში საქართველოში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება აცრილი.

„კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები. ვიწყებთ „სინოფარმით“. ხვალიდან გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“ და ასევე გაგრძელდება აცრები 10-12 კვირა პირველი აცრიდან „ასტრაზენეკათი“.

ამ დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება აცრილი. შემდგომ, როცა ძირითადი დოზა შემოვა „ასტრაზენეკასი“, ყველა ადამიანი იქნება აცრილი, ვისაც მეორე დოზა სჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics