11:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 15:29:08, 1111 ნახვა

საზოგადოება
მედიაკოალიცია შსს-ს „ღირსების მარშის“ მონაწილეთა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველო შინგან საქმეთა სამინისტროს 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისა და მონაწილე პირთა უსაფრთხოება.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას.

„2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ორგანიზებით ღირსების მარში იგეგმება, ამჟამად კი მიმდინარეობს პრაიდის კვირეული. პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად

ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას ღირსების მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს". - აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
კახაბერ მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
მაჭავარიანი საიას მოგებულ საქმეზე - „ოცნების“ მთავრობის დროს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სარჩელი მოიგო.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics