11:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:44:31, 546 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ჩვენ მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ, რაც იყო ამბიციური გარღვევა

„ჩვენ მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ. ეს იყო ამბიციური გარღვევა. ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ კანონის შესრულება, რომლის შედეგადაც ჩვენ შიგა წყლების რესურსებს სრულად გამოვიყენებთ. საქართველო, მხოლოდ შიგა წყალსაცავებში, დაახლოებით, 20 000 ტონამდე თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოების შეძლებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რომ შიდა მოთხოვნა, დაახლოებით, 70%-ით დავაკმაყოფილოთ“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს საზღვაო სივრცეში და შიგა წყალსატევებში  ძირითად სარეწაო ბიორესურსების შეფასებას და პროგნოზირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს; ასევე,  თევზის რესურსების ინვენტარიზაციას, პერსპექტიული თევზის სახეობების და წყლის ეკოსისტემების ფონდის განსაზღვრას, თევზის რესურსების მდგომარეობის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ შეფასებას, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს საზღვაო მარიკულტურის პოტენციალის ამაღლებას, წარმოების მოცულობის გაზრდას და ზღვის პროდუქტების იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას.

მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა  წარადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
კახაბერ მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
მაჭავარიანი საიას მოგებულ საქმეზე - „ოცნების“ მთავრობის დროს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სარჩელი მოიგო.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics