17:59 - 07 Jun, 2026
|
2021-06-30 20:43:35, 1011 ნახვა
კომენტარი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - გახელაძის დაკავების საკითხი არ შედის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში
„გახელაძის დაკავების საკითხი არ შედის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზაზა გახელაძის საკითხი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტეციაა და ქართულმა მხარემ მოლაპარაკება მათთან უნდა აწარმოონ „ზაზა გახელაძის საკითხიც განიხილებოდა, როგორც ფორმალური შეხვედრების, ისე ორმხრივი კონტაქტებისას. გახელაძის დაკავების საკითხი არ შედის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში, ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა, ამიტომ ჩვენ ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთის მხარეს მოვუწოდებდით, ეპოვათ ამ საკითხის გადაჭრის გზა“, - განაცხადა ანდრეი რუდენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)