14:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 16:38:36, 710 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რათა დაცული იყოს ბავშვების ინტერესები

საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და დაცული იყოს ბავშვების ინტერესები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მცირე ბავშვთა სახლებში ბავშვების გადაყვანის პროცესს გაცილებით მეტი ხელშეწყობა სჭირდება.

„დღეს ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად უკვე შემაჯამებელი შეხვედრა იმისთვის, რომ დავსახოთ როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები. ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დიდი ბავშვთა სახლების მიმართულები. ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია მცირე ბავშვთა სახლებში ბავშვების გადაყვანა და ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა. ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics