14:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 16:21:35, 526 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

„საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია, ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში და ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები.

სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ამაში მონაწილეობას მიიღებენ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე რომ შემდგომში კიდევ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics