02:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 12:29:57, 1146 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - როდესაც პარტია ხელს არ აწერს 19 აპრილის შეთანხმებას, ამით ამბობს, რომ მას უნდა პოლარიზაცია

„ნაციონალურ მოძრაობას" დღემდე ხელი არ მოუწერია 19 აპრილის შეთანხმებისთვის. 19 აპრილის შეთანხმება ეს არის ევროპული გზა საქართველოსთვის, ეს არის  დეპოლარიზაციის და პარლამენტში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გზა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პარტია ამას ხელს არ აწერს, ამით ამბობს, რომ მას არ უნდა დეპოლარიზაცია, მას უნდა პოლარიზაცია.

„პარლამენტის წინ ჯერ კიდევ გაშლილია კარვები და მოწოდების მიუხედავად,  არ იღებენ. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ, გვინდა თუ არა, რომ გადავიდეთ თანამშრომლობის სხვა ეტაპზე, თორემ შეგვიძლია ასეც ვიყოთ. ნახევარზე  მეტს  ხელი  არ  აქვს  მოწერილი  19  აპრილის  ხელშეკრულებაზე.  პრობლემა  არ  იქნებოდა  „ნაციონალური  მოძრაობის“  ასე  ყოლა, ისინი  ამ  კუთხით  არიან  ოპოზიციაში. ამიტომ  მნიშვნელოვანია,  რომ  ისინი  იყვნენ ამის  ნაწილი.  ცალმხრივად  თანამშრომლობა  ხომ არ შეიძლება,  თანამშრომლობა -  ეს  არის  ორმხრივად  მოძრაობის  გზა, ჩვენ  ცალმხრივად  როგორ  ვეთანმშრომლოთ  პარტიას, რომელიც  ამბობს, რომ  მე  კარვები  უნდა  გაგიშალო და  ბოიკოტი  გამოგიცხადო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics