|
2021-06-28 22:29:26, 716 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ დროს გაფორმდა ევროპაში უვიზო მიმოსვლა და ამას ვნანობ
„ჩვენ დროს გაფორმდა ევროპაში უვიზო მიმოსვლა და ამას ვნანობ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ტურისტებად უნდა დადიოდნენ და არა მარწყვის მკრეფავებად. „ჩვენ დროს ჩაეყარა საფუძველი და გაფორმდა ევროპაში უვიზო მიმოსვლა და ვაი ჩემს თავს, რომ ეს გავაფორმე, ვნანობ და ყოველ ჯერზე თითს ვკბენ, იმიტომ რომ მართლა სხვანაირად წარმომედგინა ეს. წარმომედგინა რომ საქართველო იქნებოდა სწრაფად განვითარებადი, მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და ქართველები ივლიდნენ ტურისტებად და არა მარწყვის მკრეფავებად და ტალახში ამოსაგანგლად გერმანიაში. მე ქართველი არც გერმანელის მონად არ მინდა, არც თურქის და არც რუსის. მე მინდა რომ საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა და როდესაც დღეს, უვიზო მიმოსვლას იყენებენ მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველო აქციონ უფასო მუშა ხელის ექსპორტიორად, ამას აკეთებს პირველ რიგში ივანიშვილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)