14:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 10:31:14, 598 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი მცირე ფერმერი ჩავრთოთ დახმარების პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტში, კომპანიის „მაგალი" თანამედროვე სტანდარტის სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა.

მეურნეობაში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს 80 სათბურია, საიდანაც 500 ტონა მოსავალს ელოდებიან. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია, სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენს. პროდუქციის გადამუშავება სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ შპს „გლენბერის“ საწარმოში ხორციელდება. საბოლოო პროდუქტი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.

„ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი დიდია და, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობის სივრცე არსებობს. ჩვენი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობა საწარმოო ჯაჭვში, გარანტირებული შესყიდვების მოდელით, მაქსიმალურად იყოს ჩართული. უახლოეს პერიოდში, მწარმოებლებთან ერთად, დავამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ადგილობრივი მცირე მეწარმეების, მცირე ფერმერების საკრედიტო რესურსებზე წვდომის საშუალებას გაზრდის. ისინი შეძლებენ, თანამედროვე სათბურები მოაწყონ საკუთარ მცირე ნაკვეთებში. გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტის პირობებში კი, მოახდენენ პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მეტი მცირე ფერმერი ჩავრთოთ დახმარების პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics