15:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 18:50:32, 482 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში“ გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს,  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ორგანიზებით, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო კონფერენცია  „ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანია, საზღვაო  სექტორში ტექნოლოგიური საშუალებების მნიშვნელობის განსაზღვრა, ინდუსტრიაში არსებული  დასაქმების სისტემისა და ტექნოლოგიური გამოწვევების განხილვა.

კონფერენციაზე  შემდეგი თემები განიხილეს:

•             საქართველოს ნავსადგურების გაციფროვნება

•             ვირტუალური რეალობა საზღვაო განათლებაში: წვრთნა და შეფასება

•             დღევანდელი გამოწვევები საზღვაო განათლების სფეროში

•             საზღვაო ინდუსტრიის მოწინავე ტექნოლოგიური ტენდენციები

 

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსა და საზღვაო აკადემიის წამომადგენლები, აკადემიის სტუდენტები, საზღვაო სფეროს სპეციალისტები და  პარტნიორი უნივერსიტეტიდან მოწვეული დარგის ექსპერტები.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები აქტიურად  ითანამშრომლებენ საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის  მიმართულებით და გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics