16:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 15:36:29, 751 ნახვა

სამართალი
ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ სცნობს - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებრობას აქვს ადგილი და საქმე სრულყოფილად უნდა იქნეს გამოძიებული.

„ბრალის ფორმულირებაა, ვითომ ყიფიანმა ბიბილაურს დაავალა მკლელობის მომზადება. ბიბილაური ამბობს, რომ მე ყიფიანს არ ვიცნობ საერთოდ. წარდგენილ ბრალდებაში ბუნებრივია ის არ სცნობს თავს დამნაშავედ.

გაუგებრობას აქვს ადგილი და ვარაუდობ, რომ ამ საქმის სრულყოფილად გამოძიების შემდეგ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ბრალი არის აფსურდული.

აფსოლიტურად შეუსაბამო კადრები ვრცელდება ტელევიზიებში, რაზეც ის არის დაკავებული და ასევე ვრცელდება შეუსაბამო ინფორმაციები“, - განაცხადა ვატო ყიფიანის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ვატო ყიფიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ, 25 ივნისს თბილისის აეროპორტში დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობის მომზადებას ედავებიან.

როგორც ცნობილია, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკლელობის მომზადებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკლელობის მთავარი მოტივი 2016 წელს, ვაკეში სოსო ჯოხაძის მკლელობაზე, რომელიც ბადუკა ნათობაძემ საკუთარ მანაქანაში ჩაცხრილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics