15:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 13:34:25, 578 ნახვა

საზოგადოება
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა"  ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora" გაიმართა. წარმოდგენილი იყო როგორც კლასიკური მეთოდით, ისე  ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 70-მდე სტუმარი დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 14 ღვინო, მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე.  ღვინოები წარმოდგენილი იყო ადგილობრივი იმპორტირების მიერ.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30% შეადგინა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა  2,2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11%).





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics