16:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 10:40:48, 384 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360“- სთავაზობს

„თიბისი კონცეპტი“ მომხმარებელს ახალ ნაკრებს -  „კონცეპტ 360“- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია, მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და  დამატებითი შესაძლებლობები.

ახალი ნაკრები  მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს - Visa Signature და MasterCard World Elite, ახალ Visa Signature საკრედიტო ბარათს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას და ბევრ სხვა შესაძლებლობასა და უფრო მეტ მოქნილობას.

თიბისის საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების საუკეთესო პირობებთან ერთად, ახალი ნაკრები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ თიბისი კაპიტალის საბროკერო სერვისით, რომელიც მათ ინვესტიციების განხორციელებაში, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფონდო ბირჟებზე დაეხმარება.

მაღალი კლასის ბარათები - Visa Signature და MasterCard World Elite კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უპირატესობასა და შეთავაზებას მოიცავს. კერძოდ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბანკომატიდან საკომისიოს გარეშე თანხის განაღდებას და მოგზაურობის კომფორტზე გათვლილ სერვისებს. საკრედიტო ბარათი - Ertguli Visa Signature  მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს დააგროვონ უფრო მეტი ერთგული ქულა ნებისმიერ POS ტერმინალზე საქართველოში.

საინტერესო ღონისძიებებთან ერთად  ნაკრები მოიცავს 150-ზე მეტ ობიექტში არსებულ შეთავაზებებს და მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობის გაუმჯობესებული პირობებს.

თიბისი კონცეპტი პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს ცხოვრებას და დაეხმარება საკუთარი ფინანსებისა და აქტივების უკეთ მართვასა და დაგეგმვაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics