16:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 10:35:38, 616 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი - ნინოწმინდის პანსიონში ჩემი ვიზიტი უახლოეს დღეებში დაიგეგმება

უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოჰყვება მონიტორინგიც, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოავლენენ, რადგან მასშტაბურ მონიტორინგს გეგმავენ.

„უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოჰყვება მონიტორინგიც. ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია, რადგან, როგორც ვნახე, ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოავლინა დარღვევები. დაგვიანებული რეაგირება არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს განხორციელდა, მოგეხსენებათ ორი შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული წინა წლებში და დარღვევები გამოვლენილი. თუმცა ამასთან დაკავშირებით, საერთოდ კომუნიკაციაც არ ჰქონიათ პანსიონის ხელმძღვანელობას სამინისტროსთან და არც სამინისტროს მხირდან იყო რაიმე რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება პრობლემები, იმიტომ, რომ მონტორინგი რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დანიშნა. მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში მასთან ერთად შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics