18:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 11:25:17, 710 ნახვა

საზოგადოება
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად თბილისიდან მსვლელობა იწყება

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან, რომლებიც სოფელ ქვემო ჭალისკენ გაემართებიან, სადაც ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

როგორც პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საპროტესტო აქცია არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერა, არამედ ქმედებაა, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ეფექტურად იმოქმედოს.

 „ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ეს 11 თვე, რაც გატაცებულია ზაზა გახელაძე, დავხარჯეთ არა ქმედით ნაბიჯებში, საერთაშორისო წნეხის გაზრდაში და სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებაში, ძირითადად ოჯახის გაჩუმებაში და საკითხის მიყრუებაში. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ხელიუფლება ვხედავთ, რომ ამჯობინებს ჩუმად ყოფნას, ამიტომ ეს აქცია არის არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერა, არამედ ქმედება, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ მართლაც ეფექტურად იმოქმედოს და გამოიყვანოს ზაზა გახელაძე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics