20:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 11:17:56, 1184 ნახვა

საზოგადოება
ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ანტივაქსერმა მამაკაცმა აცრის გამო მეუღლე სცემა

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ანტივაქსერმა მამაკაცმა აცრის გამო მეუღლე სცემა.

როგორც ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აღნიშნავს, მამაკაცი უკვე დაკავებულია და იურისტი იმედოვნებს, რომ მას გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლებენ.

 „თითქოს კი აღარაფერი მიკვირს, მაგრამ დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა. ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს“, - წერს ბაია პატარაია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics