04:59 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 12:55:10, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, წამყვან სპიკერად დაასახელეს

ნატო-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, წამყვან სპიკერად დაასახელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელის ფორუმის ფორმატში მიწვეულია ისეთი მაღალი დონის სუმრებთან ერთად, როგორებიც არიან გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე კანადის პრეზიდენტი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიწვეული ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ღონისძიებაზე, ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე კანადის პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიპატიჟებულია, მას ექნება მიმართვა ბრიუსფელის ფორუმის მიმართ, სადაც ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც გვაქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთით, ქვეყნის მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია ნატო-ში ინტეგრაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics