22:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 12:52:59, 630 ნახვა

საზოგადოება
„სინოვაკის“ ვაქცინით ექიმები, ტურიზმის სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 2 დიდ ქალაქში თბილისსა და ბათუმში  ექიმების, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

მათივე ცნობით, იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში, თბილისისა   და ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება.

„ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად,  ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ  მეორე  დოზის მიღების შემდეგ „სინოვაკის“  ვაქცინა (როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები) 85-100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს.

14 ივნისის მონაცემებით, „სინოვაკით“ 25 857 ადამიანი აცრილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ ვაქცინები.

კოვაქსის პლატფორმით  კი უკვე ივნისში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43000-მდე დოზას მიიღებს. „ასტრაზენეკას“ ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი.

ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics