05:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 12:52:48, 727 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაიწვევს

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე პარლამენტში ინიცირებულო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გაიწვევს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ურავლესობას ოპოზიციასთან ჰქონდა კომუნიკაცია და მოხდება ცვლილებების ახალი ვარიანტის ინიცირება.

„იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმება რამდენიმე საკითხს ეხება, რისთვისაც საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში. ეს არის საარჩევნო ბარიერი, პროკურორის არჩევის წესი და ოთხკაციანი ფრაქციის შექმნა. ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია გვქონდა და მოხდება ცვლილებების ინიცირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საუბარია „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომადეულ პროექტზე, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებას და ასევე, საპარლამენტო ფრაციის შექმნისთის 4 დეპუტატის განსაზღვრას ითვალისწინებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics