|
2021-06-10 13:58:22, 991 ნახვა
საზოგადოება
ტყითსარგებლობის ახალი რეგულაციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა. შეუძლია თუ არა ფერმერს პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული პროდუქტები და რა სახის მცენარეულ ნედლეულს მოიაზრებს ტყის არამერქნული პროდუქტი, რომელი სახელმწიფო უწყება ახდენს ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით შეგროვებისთვის სპეციალური უფლების მინიჭებას და რა მიზეზებით შეიძლება ეთქვას უარი განმცხადებელს ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით დამზადების თაობაზე, - ყველა აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია ფერმერებმა შეხვედრაზე მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტყითსარგებლობის ახალი წესზე და განმარტა, თუ რომელ ტერიტორიებზე შეუძლია ადგილობრივ მოსახლეობას საქონლის ძოვება, დასაშვებია თუ არა სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში ხე-ტყის დამზადების ბილეთით საშეშე მასალის დამზადება და რა ვადით ხდება სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობისთვის სპეციალური უფლების მინიჭება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის; უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეების მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის, ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)