23:31 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 17:21:35, 784 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა: იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად, 2018-19 წლებში მიჩნეული იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად, რამაც, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დააყენა მისი სწრაფად განახლების განხორციელება და პანდემიის მიუხედავად, ერთი დღითაც არ შეფერხებულა ეს პროექტი", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის  პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია.

„პანდემიამდე  ქუთაისის აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია დაფრინავდა 33 მიმართულებით, ხოლო წელს,  მაისის მდგომარეობით, უკვე სამი ავიაკომპანია დაფრინავს 25 მიმართულებით და ეს პროცესი გრძელდება ბაზრის გახსნისა და პანდემიის დაძლევის კვალობაზე" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეულები სტუმრები ესწრებოდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა  შიდა ინტერიერის მოწყობა და გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო. განახლებულ ტერმინალში  მოეწყო ე.წ. „მწვანე გადახურვა" და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი  და საათში 1200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს,  რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობასთან შედარებით ოთხჯერ მეტია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად განახლებული აეროპორტის მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში ორნახევარ მილიონამდე გაიზრდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics