|
2021-06-09 15:51:24, 1069 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. უწყების განმარტებით, სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სენაკის მე-2 ქვევითი ბრიგადა 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა არის სრული სიცრუე. „ერთ-ერთი მედიასაშუალების, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მიმდინარე წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია. სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სენაკის მე-2 ქვევითი ბრიგადა 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა არის სრული სიცრუე. სამწუხაროდ, სააგენტომ მიუხედავად თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმებისა, შეგნებულად მაინც გაავრცელა ყალბი ინფორმაცია. ბოლო წლებში გატარებული პოზიტიური რეფორმების შედეგად, რაც მოიცავდა სამხედროებისათვის როგორც ხელფასების ზრდას, ასევე მათი საყოფაცხოვრებო, კვებითი, განათლების ხელშეწყობის, აღჭურვილობის, ჯანდაცვის და სხვა პირობების გაუმჯობესებას, თავდაცვის ძალებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული გადინების მაჩვენებელი. თავდაცვის ძალები წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომლის იმიჯის შეგნებული დაზიანება ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესების საზიანოა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მედიასაშუალებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და შეწყვიტონ ყალბი ინფორმაციების გავრცელება“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)