00:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 11:36:58, 913 ნახვა

საზოგადოება
9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა

9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიც უერთდება და საზოგადოებას დღის განმავლობაში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორ ონლაინღონისძიებას სთავაზობს.

12:00 საათზე ვიდეოპრეზენტაციის საშუალებით სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი ეროვნული არქივის ბოლო პერიოდის გამოცემებს  წარადგენს. 17:00 საათზე კი საარქივო ფილმის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" ონლაინჩვენება გაიმართება. დოკუმენტური ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო. ონლაინჩვენება1 საათსა და 6 წუთს გაგრძელდება.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა (ICA). თარიღი უკავშირდება 1948 წლის 9 ივნისს, როდესაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) არქივების საერთაშორისო საბჭო დააარსა. საქართველოს ეროვნული არქივი წლებია ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics