09:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 17:36:44, 1172 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რჩება მარგინალურ ზონაში

„ნაციონალური მოძრაობა“ სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რჩება მარგინალურ ზონაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 თვიანი უშინაარსო საბოტტაჟის შემდეგ მოუწია პარლამენტში შესვლა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 7 თვიანი უშინაარსო, ანტისხელმწიფოებრივი საბოტაჟის შემდეგ მოუწია პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევანის უგულებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება.

სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ისინი რჩებიან მარგინალურ ზონაში, როგორც რადიკალური პოლიტიკური პარტია. ისინი რჩებიან ევროპული ღირებულებების მიღმა, სანამ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ხელს მოაწერენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics