|
2021-06-08 14:11:02, 540 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალის მეშვეობით, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
ნიდერლანდების განვითარების ბანკმა - FMO, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი” ავრცელებს. მათივე ცნობით, განთავსება იურიდიული კომპანიის - "MKD Law" კონსულტაციითა და ჩართულობით შედგა. ობლიგაციების ვადა 5 წელია. “ემისია სრულად „ტერაბანკმა" შეიძინა. აღნიშნული ობლიგაციების დაგირავებით, ბანკს საშუალება ექნება ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 95% საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების განაკვეთში მოიზიდოს. FMO-ს დაფინანსება გამოყენებული იქნება უთანასწორობის შესამცირებლად, ვინაიდან ბანკი, სხვა მიმართულებებთან ერთად, ახალგაზრდების სეგმენტში საკუთარ პორტფელს გაზრდის. აღნიშნული ტრანზაქციით FMO აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას. უკანასკნელად FMO-მ ადგილობრივი ობლიგაცია 2019 წელს განათავსა. თიბისი კაპიტალსა და FMO-ს შორის კი, წინა თანამშრომლობა 2018 წელს შედგა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების განვითარების ბანკი აგრძელებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინტიტუტებთან სამომავლო, წარმატებული პარტნიორობისათვის. ასევე, ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკისთვის - „ტერაბანკისთვის", ვინაიდან მას საშუალება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციისგან ლარის დაფინანსება მოიზიდოს და ქართული კომპანიებისთვის ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს", - განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ. „გვეამაყება, რომ 2018 წლიდან მეოთხე ტრანზაქციის დახმარებით, FMO კიდევ უფრო აფართოებს დაფინანსების ქართულ პროგრამას. ამით ნათელი ხდება, რომ FMO მიზნად ისახავს შერჩეულ ბაზრებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას", - განაცხადა FMO-ს ხაზინადარმა მათიჯს პინხტერენმა. „მოხარული ვართ, რომ FMO-სთან აღნიშნული ტრანზაქცია წარმატებით დავასრულეთ. თიბისი კაპიტალმა და MKD Law-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში. დაფინანსება სრულად მოხმარდება „ტერაბანკის" მიერ სესხების გაცემის გაფართოებას ბანკის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებით, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას გულისხმობს", - განაცხადა „ტერაბანკის" ფინანსურმა დირექტორმა სოფიო ჯუღელმა.
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)