00:41 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 11:51:35, 956 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ ორი თბომავალი შეაკეთა

„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ფილიალმა ორი ერთეული სამანევრო ლოკომოტივის კაპიტალური შეკეთება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლოკომოტივებს ყველა ის ძირითადი კვანძი და დეტალი შეეცვალათ, რაც წევის ძალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. მოდერნიზების თვალსაზრისით კი, თბომავლებს ისეთი თანამედროვე სისტემები დაუმონტაჟდათ, რაც ლოკომოტივების მუშაობის ეფექტურობასა და უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის.

„დამონტაჟდა „HEINZMANN“-ის დიზელ-გენერატორის მიკროპროცესორული მართვის სისტემა, რომელიც ცილინდრების მუშაობას არეგულირებს და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს, თანამედროვე სტანდარტების ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია და ელექტრული სიჩქარმზომი, მონაცემების მეხსიერების ბარათზე ჩაწერის ფუნქციით,საწვავის ხარჯის და დიზელის პარამეტრების კონტროლის სისტემა, თანამედროვე ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics