03:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 12:34:35, 827 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - მოვლენები მოსალოდნელზე საინტერესოდ ვითარდება, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოძრაობა „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც გიორგი გახარია წერს, მოვლენები იმაზე სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics