01:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 17:29:52, 680 ნახვა

საზოგადოება
სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა, - ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

უფლებადამცველების ინფორმაციით, მოსამართლემ დაინახა საფრთხე, რომელიც შესაძლოა გამოძიების დასრულებამდე არასრულწლოვნების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქროს.

„გუშინ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა ჩვენი შუამდგომლობა და სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში, რაც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ახლავე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics