03:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 17:11:30, 1120 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს მასშტაბური საინვესტიციო პროექტების მშენებლობა

ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე,  აჭარის ფინანსთა მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად.

მიუხედავად პანდემიისა, არცერთი საინვესტიციო პროექტი არ გაჩერებულა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ასევე ეკონომიკის გასაძლიერებლად.

თორნიკე რიჟვაძის თქმით მთავრობის პრიორიტეტს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს.

,,პანდემიის მიუხედავად, მსხვილი კერძო ინვესტიცია არ გაჩერებულა რეგიონში. დარწმუნებული ვარ, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის მიმდინარეობისას, ამ პროექტების განხორციელება კიდევ უფრო მეტ დინამიკას შეიძენს.

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმს მალე შეემატება ახალი განთავსების ობიექტები და ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ბრენდები როგორიცაა Marriot, Holiday Inn, Hilton.

მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მიმდინარეობს მზადება სერვისების, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.

1 ივნისიდან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გაიხსნა სახმელეთო საზღვრები. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ტურისტული ნაკადების ზრდასთან დაკავშირებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics