|
2021-05-31 23:37:39, 640 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ვინაიდან ჩვენი ამოცანა ერთია - ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან
„ჩვენ ნამახვანი ჰესის საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ, ვინც ადგილზე აპროტესტებს ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, პირველი პლატფორმაა ექსპერტები და საბჭო. „ესაა გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანების ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც აპროტესტებს ამას ხეობაში, შეეძლება გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად მოგვაწოდოს. ამისთვის არსებობს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე - 12 თვის განმავლობაში არ აშენდება ძირითადი ნაგებობა და ყველა რაციონალური შენიშვნა იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა კიდევ ერთ პლატფორმად აღნიშნულ პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის საბჭოს ჩართულობა დაასახელა. მისი თქმით, საბჭოს თავმჯდომარე პირადად მალე ეწვევა საქართველოს. „ევროკავშირი თავისი სტრუქტურებით ხშირად გვეხმარება მედიაციაში და ეს ნორმალური ცივილიზებული პრაქტიკაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა დიალოგისთვის. „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქ მდგომი ადამიანები, მათი უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებს ამ პროექტს, აქვთ გულწრფელი კითხვები და არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ამასთან, ჩვენც, მთავრობა მოწადინებული ვართ, რომ გაძლიერდეს საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი იყოს გამოყენებული, მათ შორის, შესრულდეს ეს პროექტი კარგად, სწორად, ყველას ინტერესის დაბალანსებით. ვინაიდან, ორივე მხრიდან ამოცანა ერთია - ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)