12:19 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 13:22:56, 1100 ნახვა

სამხედრო
მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ვაზიანის პოლიგონზე გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"გეგმიურ საველე სწავლებაში მონაწილეობას მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეა იღებდა. დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

საველე სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზას მოიცავდა. პირველი და მეორე ფაზები ოპერაციის რაიონში საცეცხლე რაიონის დაკავებასა და პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნებას ითვალისწინებდა. შემდეგ ეტაპებზე მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებასა და ბატარეის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას მოიცავდა. წვრთვნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.

წვრთნების მიზანს სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების შერწყმა, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები წარმოადგენდა. სწავლებამ მაღალი შეფასება მიიღო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics